BBC-ს ინფორმაციით, ჩრდილოეთ ინდოეთის რამდენიმე რეგიონი, მათ შორის ინდოეთის დედაქალაქი, დელი, ინტენსიური ყინვის ტალღამ მოიცვა - ინდოეთის მიერ ადმინისტრირებად ქაშმირში ტემპერატურა -5C-ზე ქვემოთ დაეცა. სუსტმა ხილვადობამ ასევე ავია და სარკინიგზო მომსახურების სფეროში შეფერხებები გამოიწვია. ინდოეთის ამინდის დეპარტამენტის განცხადებით, ტემპერატურის ცივი ტალღა, სავარაუდოდ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ქაშმირში ნაწილობრივ გაიყინა ცნობილი დალის ტბა, რის გამოც გემებს მგზავრების გადაყვანის პროლემა შეექმნა. დაბალმა ტემპერატურამ ასევე გაყინა წყალსადენები და შეაფერხა საგზაო ტრანსპორტი, რაც ხალხისთვის ყოველდღიურ საჭიროებებზე წვდომას ართულებს.
ტემპერატურის დაცემამ და მასიურმა ნისლმა ასევე შეაფერხა მატარებლების განრიგი ჩრდილოეთ ინდოეთის რამდენიმე რეგიონში. როგორც ცნობილია, ინდოეთის რკინიგზა ყოველდღიურად 23 მილიონ მგზავრს ემსახურება და ის ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის ხერხემლად ითვლება.
სიცივის ტალღამ ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია, განსაკუთრებით დელიში, სადაც, ზამთრის თვეებში, გარემოს დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება.
0
0