30/08/2023
11:42
მსოფლიო
ინდოეთის დედაქალაქ დელიში ხელისუფლება ზომებს იღებს მაიმუნების დაფრთხობა-დასაშინებლად იმ ტერიტორიაზე, სადაც „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის ჩატარება იგეგმება.
ნაცრისფერი ლანგური [სახეობის] მაიმუნების ნატურალური ზომის ფორმები სხვადასხვა ადგილას განთავსდა, სადაც ცხოველის ბგერების იმიტიაციას პროფესიონალები შეასრულებენ. როგორც ცნობილია, დელი მაიმუნების სიმრავლით გამოირჩევა.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული ნაბიჯები სამიტის ჩაშლის პრევენციისთვის ეფექტური იქნება.
ლანგური მაიმუნი აგრესიული სახეობაა გრძელი კუდით და მუქი სახით. როგორც მაღალჩინოსანმა სატიშ უპადიაიმ საინფორმაციო სააგენტო PTI-ს განუცხადა, 30-40 ადამიანი, რომლებსაც ლანგური მაიმუნის ხმების მიბაძვა შეუძლია, სასტუმროებში განლაგდება, სადაც დელეგატები დარჩებიან, ასევე იმ ადგილებში, სადაც მოსალოდნელია მაიმუნების გამოჩენა.
ინდოეთი „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტს 9-10 სექტემბერს უმასპინძლებს.
0
0