16/11/2022
10:50
პოლიტიკა
“მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, “ნაცმოძრაობის” ყოფილი წევრის, მაია ნადირაძის განცხადებას გირგვლიანის თემაზე, სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
“ამ ხალხს და ამათ მხარდამჭერებს კიდევ უკვირთ ”ოცნება" რატომაა ათი წელი ხელისუფლებაშიო.... დედისერთა შვილს ოჯახს რომ წამებით მოუკლავ, ამდენი დრო რომ გავა და სინანულის ნატამალს რომ ვერ იგრძნობ და მაინც ასე ლაპარაკობ, მაინც ასე აზროვნებ, თან ქალი რომ ხარ და მერე კიდევ რამე რომ გიკვირს," დაწერა ელისაშვილმა.
მისივე შეფასებით, "ამას და ამათ მხარდამჭერებს კიდევ რამე რომ უკვირთ აი ეგაა უბედურება ამ ქვეყნის" - აღნიშნავს “მოქალაქეების” ლიდერი.
ცნობისთვის, მაია ნადირაძემ რამდენიმე დღის წინ სანდრო გირგვლიანის დაღუპვის თემა გაიხსენა და განაცხადა:, “ერთი გირგვლიანი შეიძლება, ვიძახოთ იმდენ ხანს... მას შემდეგ რამდენი ასეთი მოხდა, ის ხალხი რატომღაც ასე არ რეაგირებდა…"
0
0