04/08/2023
17:39
საზოგადოება
დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ჩავერთოთ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, თუ ამის აუცილებლობა იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შსს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულადაა ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში.
„დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით ასევე ჩაერთვებიან ჩვენი ჯარისკაცები, იმისთვის რომ შევძლოთ კიდევ ადამიანების გადარჩენა და გაგრძელდეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
მინდა გამოვხატო ჩვენი მზაობა, მხარდაჭერა, თანადგომა დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ჩავერთოთ აღნიშნულ ღონისძიებებში, თუ ამის აუცილებლობა იქნება.
კიდევ ერთხელ, მინდა მშვიდობა ვუსურვო სრულიად საქართველოს, რაჭას, რაჭველებს, იქ მყოფ ადამიანებს და ყველამ ვილოცოთ მათი გადარჩენისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, 25 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
0
0