-share.jpg)
„აშშ-ის მისურის შტატში, 36 წლის ეშლი პარმელმა ერთ-ერთი შვილი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა, ხოლო მეორე - შადრევანში დაახრჩო. ეშლი პარმელი პოლიციის განყოფილებაში ნებაყოფილობით გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის შესახებ შეატყობინა,“ - წერს Dailymail-ი.
ჯეფერსონის ოლქის შერიფმა დეივ მარშაკმა პრესკონფერენციაზე დაადაასტურა, რომ ორივე ბავშვი 28 მაისს არის მოკლული. 9 წლის გოგონა დედის მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, რომელიც პოლიციის შენობის გარეთ იყო გაჩერებული. შერიფის თქმით, დედამ მეორე ბავშვი სხვა ლოკაციაზე დაახრჩო.
როგორც Dailymail-ი წერს, 2 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს შადრევანში, სენტ-ლუისის გარეუბანში. პოლიციის ინფორმაციით, ოფიცრებმა ასევე მესამე ბავშვის ადგილსამყოფელს მიაკვლიეს. ის უსაფრთხოდ იმყოფება. ბავშვების დედა დაკავებულია და აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ხელისუფლება მკვლელობის ჩადენის შესაძლო მოტივს, ჯერჯერობით, არ ასახელებს.
0
0