მოსკოვის სასამართლომ 17 წლის დედა დააკავა, რომელმაც ერთი წლის ბავშვის მკვლელობა აღიარა.
31 დეკემბერს საღამოს, ბანაობისას, გოგონამ ბავშვი ძალით წყალქვეშ დააკავა, დაახრჩო, შემდეგ კი ბავშვის ბებიასთან ერთად ცხედარი აივანზე, ეტლში გადამალა.
„სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა“, - განმარტავენ საგამოძიებო კომიტეტში.
„კარამზინის გადასასვლელში, საცხოვრებელი კორპუსის ბინის აივანზე 2022 წელს დაბადებული გოგონას ცხედარი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და დრო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებით დადგინდება“. - ნათქვამია გამოცემაში.
გარდაცვლილი გოგონას ბებია ამბობს, რომ ბანაობისას დაიხრჩო. შემდეგ მოხუცმა ქალმა და ბავშვის დედამ გადაწყვიტეს, გარდაცვლილის ცხედარი აივანზე გაეტანათ. ახლობელმა ტრაგედია მეგობარს შეატყობინა, რომელიც სამართალდამცველებს დაუკავშირდა. ერთი წლის გოგონას დედა 17 წლისაა, მას კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დამხრჩვალი გოგონას დედამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მან ქალიშვილი აბაზანაში განზრახ დაახრჩო. გამომძიებლები ტრაგედიის გარემოებებს იკვლევენ.
0
0