-share.jpg)
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ვლადიმერ პუტინს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რომელიმე ქვეყანა, მაგალითად, გერმანია დააკავებს, ეს რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადება იქნება.
„ბირთვული სახელმწიფოს მეთაური ჩავიდა რომელიმე ტერიტორიაზე, დავუშვათ, გერმანიის და ის იქ დააპატიმრეს. რა არის ეს? - რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადება“, - განაცხადა მედვედევმა.
თავად ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემას კი მედვედევი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა:
„თავად სისხლის სამართლის სასამართლო - ეს არის ერთგვარი იურიდიული არარაობა, საერთაშორისო სამართლის იმპოტენტი, რომელსაც დაარსების დღიდან მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია“, - ამბობს მედვედევი.
0
0