
მამუკა მდინარაძე მედიასთან აცხადებს, რომ ზუგდიდში, აქციის მონაწილეებს შეხვდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ საკითხს დეტალურად შეისწავლის.
„მას შემდეგ, რაც შევპირდი, რომ დავუკავშირდებოდი, უფრო მეტი სიმძლავრით გაგრძელდა აქცია. ეჭვი შემეპარა, ხომ არ იყო პოლიტიკური მოტივები, მაგრამ წინასწარ ამას არ ვიტყვი. დავუკავშირდები იმ ადამიანს, რომელსაც ნომერი გამოვართვი და რამდენად საფუძვლიანია მათი პროტესტი, პირობას გაძლევთ, ამას აუცილებლად, დეტალურად ჩავყვები.
ჩვენ, მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ამ თემაში ბოლომდე გავერკვევით და მერე ზუსტად გეტყვით - ჩემი ეჭვი საფუძვლიანია თუ ძალიან ცუდია და სამწუხარო რეალობიდან გამომდინარეობს, რომ ჩემი მათთან კომუნიკაციის შემდეგ კიდევ უფრო მძლავრად გააგრძელეს ეს პროტესტი თუ მოგონილი ამბავი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„შეწყვიტეთ გამოსახლება“ - ამ ლოზუნგით ზუგდიდში, ხელოვნების და კულტურის განვითარების ცენტრთან, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები შეხვედრას მართავდნენ, აქცია გაიმართა.
0
0