
ჩვენ ველით, რომ საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს თავიდანვე უნდა მიეღო სტატუსი, თუმცა ეს შეცდომა გამოსწორებულია.
„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, პირველივე დღეებიდან ცდილობდა ამ პროცესის საბოტაჟს. ბევრი მათგანი დადიოდა და ამბობდა, არჩევნებამდე სტატუსის მინიწება არ შეიძლება, რადგან ეს ხელისუფლებას დიდ უპირატესობას მისცემდა.
ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ არსებობს უზენაესი მიზნები, რომელიც შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა დგას და ვინც ამაზე მაღლა დადგომას ვერ მოახერხებს, ჩემი აზრით ის ქართული პოლიტიკიდან ჩამოიწერება“, - განაცხადა დავითულიანმა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025