01/12/2021
18:13
პოლიტიკა
უწყების ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის აქტიურ თანამშრომლობას დიპლომატიური სამსახურის პროფესიული განვითარების მიმართულებით, ასევე ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებას, ექსპერტთა გაცვლას და კვლევების მიმართულებით დიპლომატიური სასწავლო ინსტიტუტების აქტიურ თანამშრომლობას. მემორანდუმის ხელმოწერის ფარგლებში გაიმართა მინისტრების შეხვედრა, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. დადებითად შეფასდა რიგის ნატოს მინისტერიალზე პარტნიორების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციული მიზნების მიმართ და ამ კონტექსტში, ნატოს მხრიდან ღია კარის პოლიტიკის ერთგულების და საქართველოსთან თანამშრომლობის პრაქტიკული მექანზიმების განვითარების თვალსაზრისით.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგს და ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
0
0