დავით ქართველიშვილი: თბილისში ვიზიტების სინქრონულობა რეგიონული ცენტრის გაძლიერებაზე მიუთითებს
A-
+A

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ჩამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა.
მისი განცხადებით, აღნიშნული პროცესები მიუთითებს, რომ საქართველო უკვე არამხოლოდ ორმხრივი, არამედ მრავალშრიანი რეგიონული თანამშრომლობის ცენტრად ყალიბდება.
„ჩვენს თვალწინ ყალიბდება უკვე არა ორმხრივი, არამედ მრავალშრიანი რეგიონალური არქიტექტურა, სადაც საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის გადაკვეთის წერტილად გვევლინება,“ — წერს ექსპერტი და განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესები გეოეკონომიკურ მნიშვნელობასაც ატარებს და მარშრუტების გადანაწილებაზე მიანიშნებს.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტის ფონზე — კიდევ უფრო სიმბოლურია თბილისში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სინქრონული ჩამოსვლა: ჩვენს თვალწინ ყალიბდება უკვე არა ორმხრივი, არამედ მრავალშრიანი რეგიონალური არქიტექტურა, სადაც საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის გადაკვეთის წერტილად გვევლინება. ეს აღარ არის სიმბოლური ჟესტი — ეს არის გეოეკონომიკური სიგნალი მარშრუტებისა და პრიორიტეტების გადანაწილებაზე.
ყაზახეთი, თავისი უზარმაზარი რესურსული ბაზით, ეძებს სტაბილურ და პოლიტიკურად ნეიტრალურ საექსპორტო მარშრუტებს, და არჩევანი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით დერეფნებზე ნიშნავს სტრატეგიულ გარდატეხას. ბაქო–თბილისის კავშირი ნელ-ნელა გარდაიქმნება არა უბრალოდ მილსადენურ ჰაბად, არამედ სრულფასოვან ევრაზიულ დერეფნად, სადაც საქართველო აღარ არის მხოლოდ სატრანზიტო ტერიტორია, არამედ ამ ნაკადების კოორდინატორი.
ვიზიტების სინქრონულობა ფაქტობრივად ნიშნავს თბილისის აღიარებას იმ ცენტრად, სადაც იკვეთება რესურსები, მარშრუტები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები.
გეოსტრატეგიული თვალსაზრისით ეს ნიშნავს ერთ რამეს: საქართველო კი აღარ „იბრუნებს“ რეგიონული ცენტრის სტატუსს — ის მას რეალურად განამტკიცებს. თუ ილჰამ ალიევის ვიზიტი აფიქსირებს ბაქო–თბილისის ღერძის მდგრადობას, ყაზახეთის ჩართვა ამ ღერძს აფართოებს ცენტრალური აზიის მასშტაბამდე,”—წერს დავით ქართველიშვილი.
0
0
24
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%