დავით ქართველიშვილი: თბილისი დე-ფაქტო იბრუნებს სამხრეთ კავკასიის ცენტრის სტატუსს
A-
+A

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტს გამოეხმაურა პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოს რეგიონული როლის გაძლიერებაზე მიუთითებს და ადასტურებს ქვეყნის, როგორც სტაბილური და პროგნოზირებადი პარტნიორის მნიშვნელობას.
„თუ აზერბაიჯანის ლიდერი სწორედ თბილისს ირჩევს საკვანძო მოლაპარაკებების პლატფორმად, ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღიქმება როგორც სტაბილური, მართვადი და პროგნოზირებადი ჰაბი,“ — აღნიშნა ანალიტიკოსმა და განმარტა, რომ საქართველო უკვე სცდება მხოლოდ ტრანზიტული ქვეყნის როლს და გადაიქცა რეგიონული ინტერესებისა და პროცესების მართვის მნიშვნელოვან ცენტრად.
„სანამ ჩვენი „მეხუთე კოლონა“ ისტერიულად ცდილობს ჩვენი სამშობლო და მისი ამჟამინდელი როლი და ადგილი გეოეკონომიკაში მაქსიმალურად დააკნინოს და რეპუტაციულად დააზიანოს — თვით ცხოვრება ყველაფერს თავის კუთვნილ ადგილს უჩენს. 2023 წლის შემდეგ შედგა ილჰამ ალიევის პირველი ვიზიტი თბილისში იმ სახელისუფლებო პოლიტიკური კონფიგურაციის პირობებში, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა, ხოლო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი — და ეს არ არის უბრალოდ დიპლომატიური მოვლენა, არამედ პოლიტიკური მარკერია: თბილისი დე-ფაქტო იბრუნებს სამხრეთ კავკასიის ცენტრის სტატუსს.
ასეთი ვიზიტები ინერციით არ ხდება — ისინი ასახავენ გათვლას და ნდობას. და თუ აზერბაიჯანის ლიდერი სწორედ თბილისს ირჩევს საკვანძო მოლაპარაკებების პლატფორმად, ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღიქმება როგორც სტაბილური, მართვადი და პროგნოზირებადი ჰაბი, რომლის გარშემოც შესაძლებელია რეგიონული არქიტექტურის აგება. შინაარსობრივად ეს იმითაც დასტურდება, რომ თბილისზე გადის არა მხოლოდ მარშრუტები, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ხოლო ყველა ძირითადი საერთაშორისო პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს — ან უკვე გადის საქართველოს გავლით, ან მის გარეშე ვერ განხორციელდება.
ეს საქართველოსთვის თვისობრივად უკვე სულ სხვა როლია: არა უბრალოდ „ტრანზიტული ტერიტორია“, არამედ ნაკადებისა და ინტერესების მართვის ცენტრი. ხოლო სადაც არის მართვა — იქ იზრდება გავლენაც. სწორედ ამიტომ თბილისი დღეს იქცევა წერტილად, სადაც იკვეთება არა მხოლოდ ბაქოსა და ანკარის, არამედ უფრო ფართო გლობალური მოთამაშეების ინტერესები.
ამ კონტექსტში მთავარი დასკვნა მკაფიოა: თბილისი უკვე აღარ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის დედაქალაქი — იგი დე-ფაქტო გახდა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი და სულ უფრო მეტად პრეტენზიას აცხადებს უფრო ფართო ევრაზიული სივრცის საკვანძო ჰაბის როლზე.
სანამ ჩვენი აგენტურა „ენის მიტანისა“ და შოპინგის მიზნით ნიდერლანდებს სტუმრობს და ამსტერდამის „წითელი ფანრების უბანში“ დასეირნობს, რათა „თვალს წყალი დაალევინოს“ — მათთვის უცხო და მიუღებელი ქვეყანა იბრუნებს მთავარი რეგიონალური ცენტრის სტატუსს. რეგიონული ტურბულენტობის ფონზე დღეს სწორედ აქ ყალიბდება სტაბილურობის, მოლაპარაკებებისა და სტრატეგიული დაგეგმვის სივრცე. და ალიევის ვიზიტი — ეს უკვე ამ პროცესის დასაწყისი კი არა, მისი მკაფიო დადასტურებაა: ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ გულების გასახეთქად, დიახ, რეგიონული სიმძიმის ცენტრი ბრუნდება თბილისში,”—განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
0
0
30
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%