დავით ქართველიშვილი: სისხლიანი "ციხის ბუნტის" მეოცე წლისთავზე, მისი ერთ-ერთი მონაწილის პირიდან ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება საქართველოს სახელმწიფოს ეჭვის ქვეშ დაყენებაში, ეს უკვე ცინიზმიც კი აღარ არის
A-
+A

"სისხლიანი "ციხის ბუნტის" მეოცე წლისთავზე, მისი ერთ-ერთი მონაწილის პირიდან ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება საქართველოს სახელმწიფოს ეჭვის ქვეშ დაყენებაში, ეს უკვე ცინიზმიც კი აღარ არის..."- წერს ხალხის ძალის ლიდერი დავით ქართველიშვილი გიგა ბოკერიაზე.
"ბახის, ბეთხოვენის, ვაგნერის, დიურერის, რიხტერის გერმანიაში დაიბადნენ სისხლისმსმელი ჯალათები: იოზეფ მენგელე, ირმა გრეზე და ამონ გიოტე - რომლებიც მანიაკალურ სიამოვნებას ღებულობდნენ ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში უმწეო პატიმრებზე სადისტური ექსპერიმენტებით.
გავა დრო და ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, რეზო ლაღიძის საქართველოში დაიბადება გიგა ბოკერია - მენგელეს, გრეზეს და გიოტეს იდეური შთამომავალი. მხოლოდ ერთი სისხლიანი ეპიზოდის გახსენებაც საკმარისია, რომლის ერთ-ერთ სცენარის ავტორად გიგა ბოკერია გვევლინება - მოდელირებული ე.წ. "ციხის ბუნტის" დამხობა, 2006 წლის 27 მარტის იმ "ციხის ბუნტისა", რომელსაც გუშინწინ 20 წელიწადი შეუსრულდა.
მაშინ უბრალოდ "ვიღაცის" ავადმყოფურ თავში დაიბადა ამ სისხლიანი დრამის გათამაშების სცენარი - რა დროსაც ნაცების საკონცენტრაციო ბანაკის უდანაშაულო და უმწრო ბინადრები დახოცეს, დაჭრეს და დაასახიჩრეს. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, როგორ და რანაირად გადაურჩა მანიაკალური რეჟიმის ეს ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი - ერისა და მართლმსაჯულების წინაშე პასუხისმგებლობას. მაგრამ - სისხლიანი "ციხის ბუნტის" მეოცე წლისთავზე, მისი ერთ-ერთი მონაწილის პირიდან ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება საქართველოს სახელმწიფოს ეჭვის ქვეშ დაყენებაში, ეს უკვე ცინიზმიც კი აღარ არის..."- წერს ქართველიშვილი.
"ივანიშვილმა ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი"- განაცხადა „ფედერალისტების“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „რადიო თავისუფლებასთან.
0
0
24
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%