
მისი თქმით, "ქართული ოცნება", მეათე წელია მოსახლეობის უმრავლესობის ნდობას ინარჩუნებს, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და რეკორდული ფაქტია.
,,მაშ ასე, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შეფასება და მხოლოდ ძირითადი შედეგები. დადებითი მხარეები:
✓ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება და ამას ადასტურებენ სადამკვირვებლო მისიით ჩამოსული 52-ვე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები
✓ მათივე და აშშ-ს, ევროკავშირის ელჩების შეფასებით - ჩატარებული არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო იყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში
✓ ოპოზიციის შარშანდელი ფარსი "ჩაილურის წყალში" ჩაიძირა
✓ "ქართული ოცნება", როგორც მოქმედ ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტია - მეათე წელიწადია მოსახლეობის უმრავლესობის ნდობას ინარჩუნებს, რაც საქართველოს ისტორიაში - უპრეცედენტო და რეკორდული ფაქტია
✓ პროპორციული გზით მოპოვებული მაჩვენებელი - ბევრად აღემატება ე.წ. "სარეფერენდუმო" ნიშნულს და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამ და "რიგგარეშე" არჩევნების თემას საერთოდ და სამუდამოდ, ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგიდან ხსნის
✓ საქართველოში შემდგომი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს - ეს ნიშნავს სტაბილურობის ტაიმ-აუტს, ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარებას, მის საგარეო მიმართულებით წინსვლას და დეოკუპაციისაკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს
✓ მიუხედავად შიდაპარტიული ღალატის ფაქტორისა, "ქართული ოცნების" მიერ დაფიქსირებულმა გამარჯვების მაღალმა მაჩვენებელმა ცხადყო - რომ მისი პარტიული ნალექი, მართალია, გადაინაცვლა სხვა პოლიტიკურ "ყულაბაში", მაგრამ ოცნებას მისი პარტიული ნაღები დაუბრუნდა
✓ ოცნების მხარდამჭერთა რიგებში მისი პარტიული ნაღების დაბრუნება - ცალსახად პარტიის შინაარსობრივი რებრენდინგისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორებით არის განპირობებული და ეს ფაქტორები - შემდგომი პერსპექტივების თვალსაზრისით, აშკარად დინამიურ მდგომარეობაშია მოყვანილი
✓ ამომრჩეველთა დასწრების მაჩვენებელი კვლავ სტაბილურია და წინა წლების საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებში ჯდება
✓ ამ არჩევნების წყალობით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში შედგა ორი ადამიანის ესოდენ ნანატრი გაცნობა
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, რომელთა ჩამოთვლა ასევე მნიშვნელოვანია და საჭირო - მე ამ "სიამოვნებას" შემოვინახავ არჩევნების საბოლოო დასრულებამდე, მათ შორის ზოგ ადგილას ჩასატარებელი მოსალოდნელი მეორე ტურების გათვალისწინებით. ხოლო ამ ეტაპზე - გილოცავთ!!! ეს არჩევნები უკვე შესულია საქართველოს ისტორიაში, როგორც სიკეთის მიერ ბოროტებაზე მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვება. თუმცა, მხოლოდ კიდევ ერთი მოგებული ბრძოლის სახით - ომი ჯერ არ დამთავრებულა!’’ - წერს facebook - ზე დავით ქართველიშვილი.
0
0