
დავით ყურაშვილმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში შეაფასა და მას მოსალოდნელი უწოდა. „ხალხის ძალის“ წევრმა ამ თემაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ასრულებს ყველა მოთხოვნას და არ წყვეტს ევროინტეგრაციის კურსს, რომელიც საკონსტიტუციო დონეზე აქვს გაცხადებული.
მისივე აზრით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში საქართველო ანგარიშში მოწინავე პოზიციაზე იქნებოდა.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოს უახლოესი თვეების განმავლობაში რომ გაეუქმებინა არასრულწლოვანთა დაცვის კანონები, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, დაენიშნა უზენაესი საბჭოს საპატიო თავმჯდომარედ ჯო უილსონი ან გაეკეთებინა სხვა მსგავსი ნაბიჯი, რომელსაც დაბეჯითებით და აკვიატებულად ითხოვდნენ მისგან, დღეს მოწინავე პოზიციებზე იქნებოდა. ამას თუ დაამატებდა იმ პროგრამაში ჩართვას, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირის სივრცეში არასრულწლოვანთან მიერ სქესის შეცვლის გამარტივებას ითვალისწინებს, ან უკრაინისავით პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონს შემიღებდა, დღესვე ვიქნებოდით ევროკავშირის წევრი და, შესაძლოა, პატრიარქი დოროთე ყურაშვილით რომ შეგვეცვალა, ბრიუსელიდან ევროკავშირის ცენტრი თბილისში გადაინაცვლებდა“, - აცხადებს ქართველიშვილი.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში ევროპარლამენტში ევროკომისარმა მარტა კოსმა წარადგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესებულია და დემოკრატიული უკუსვლაა. გაიმართა ანგარიშის განხილვაც.
0
0