
მარტო იმად ღირდა მამუკა მდინარაძის სუს-ს სათავეში მოსვლა, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიძრა მკვდარი წერტილიდან: ანტიკორუფციულმა სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი დააპატიმრა - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სუს-მა ცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი, იმ დანაშაულთან დაკავშირებით დააპატიმრა, რა თემაზეც წლებია მძაფრი კამათი იყო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოქმედი კანონის გვერდის ავლით, ქართული მიწების გასხვისების თაობაზე.
„მარტო იმად ღირდა მამუკა მდინარაძის სუს-ს სათავეში მოსვლა, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიძრა მკვდარი წერტილიდან: ანტიკორუფციულმა სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი დააპატიმრა. იმ დანაშაულთან დაკავშირებით დააპატიმრა, რა თემაზეც წლებია მძაფრი კამათი გვქონდა ლამის ერთმანეთში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოქმედი კანონის გვერდის ავლით, ქართული მიწების გასხვისების თაობაზე. სქემა აპრობირებული იყო - მიწების სტატუსის გადაყვანით ერთი კატეგორიიდან მეორეში.
ნუთუ მხოლოდ მდინარაძის მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ უკანონობის სფეროში წესრიგის დამყარებაზე ზრუნვა? უპრეცედენტო ოდენობის ქრთამს, 400 ათას დოლარს ითხოვდა ვიცე-გუბერნატორი "გ.კ." უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან მის სახელზე ორი ჰექტარის დაკანონების სანაცვლოდ - აქედან "ავანსად" ათობით ათასობით დოლარი ჰქონდა აღებული. მანამდე ჩვენ "გვეღირსა" უკვე სხვადასხვა სამინისტროების ყოფილი სახელმღძვანელო რგოლის წარმომადგენლების კორუფციის მუხლით დაკავება. რითი ვერ გაძეხით??? ამჟამად - მოქმედი მაღალჩინოსნების ჯერი დადგა. თანამდებობაზე დანიშვნის წინ - მამუკა მდინარაძემ დააანონსა კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა. ღმერთმა ხელი მოუმართოს!“ - წერს ქართველიშვილი.
1
0
თეონა აქუბარდიამ გახარიას პარტია დატოვა
05/09/2025