დავით ქართველიშვილი: მაიკლ გალერი - ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის ყველაზე კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
A-
+A

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპარლამენტარის, მაიკლ გალერის განცხადებას ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეზე.
"მაიკლ გალერი - ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის ყველაზე კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს. სუბიექტობადაკარგული ერთ-ერთი ევროპული სუბსტანციის ეს წარმომადგენელი, საკუთარ ოჯახში უამრავი პრობლემების გადასაფარად - იაფფასიანი შულერობით არის დაკავებული ქართველი პოლიტიკური ლიდერების მისამართით. - წერს ქარტველიშვილი.
"დღეს საფრანგეთის ქუჩებში 50 ათასზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა ევრობიუროკრატიის და კოლექტიური გალერების მიერ ევროპის კატასტროფამდე მიყვანის გამო - მაგრამ ის კვლავ საქართველოსთვის იცლის.
მისი ყოველი ანტიქართული საჯარო აქტივობა აგებულია დეზინფორმაციულ რეზოლუციებსა და განცხადებებზე, სადაც საქართველო წარმოდგენილია არა როგორც სუვერენული ლოგიკისა და უსაფრთხოების ინტერესების მქონე სუბიექტი, არამედ როგორც ვასალურ „შესაბამისობაში მოსაყვანი“ ობიექტი.გალერის ფიგურის ირგვლივ ყველაზე ტოქსიკური შრეა - ინტერნეტში გავრცელებული ბრალდებები მის ფარულ ლობიზმსა და გარე დაფინანსებაზე, მათ შორის ვერსიები პრო-არაბეთის გაერთიანებული ემირატებისა და ანტი-კატარული ლობიზმის თაობაზე - რაც უკვე ევროპარლამენტის უფრო "სავიზიტო ბარათად" იქცა, ვიდრე გამონაკლისად.
ეს სიუჟეტები ფართოდ ცირკულირებს ქსელში და მათი მდგრადი არსებობა აჩვენებს იმ პოლიტიკოსის რეპუტაციულ მოწყვლადობას, რომელიც სხვებს აქტიურად ასწავლის "მორალს", თუმცა რაც უფრო ხმამაღალია მორალური ლექციები, მით უფრო ყურადღებით აკვირდებიან მის საკუთარ კავშირებსა და მოტივებს. საქართველოსთან მიმართებით ყოველ ცილისწამებასა და უსამართლობას - აუცილებლად მოჰყავს მოქმედებაში "ბუმერანგის პრინციპი". ასე რომ, არ გაგვიკვირდეს უახლოეს მომავალში მისი გვარის სულ სხვა კონტექსტში მოხსენიება. ჯერჯერობით კი, საბოლოო სურათი მარტივად ყალიბდება: მაიკლ გალერი - ბრიუსელის ნორმატიული ხაზის რიგითი მატარებელია, სადაც ნებისმიერი სუვერენიტეტი ეზიზღებათ, სუბიექტობის - ეშინიათ და მის მატარებლებს - ასე უკბილოდ ებრძვიან." - წერს ქართველიშილი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ დაწერა, რომ "მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ"
0
0
83
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%