დავით ქართველიშვილი: იმედი მაქვს, ჩინეთის ლიდერს ისეთი გავლენა აქვს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებზე, რომ მათ მოუწევთ საბოლოოდ საქმე მიიყვანონ გარკვეულ ზავამდე, სამშვიდობო შეთანხმებამდე ან თუნდაც დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე
A-
+A

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მიმდინარე გლობალური პოლიტიკური პროცესების ფონზე განსაკუთრებულ იმედს ჩინეთის ლიდერზე ამყარებს, რომელსაც, მისი შეფასებით, შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც ამერიკის, ისე რუსეთის ლიდერებზე.
„ჩინეთის ლიდერს ჩემზე და თქვენზე უკეთ ესმის პროცესების განვითარების სხვადასხვა სცენარი, და, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ფართომასშტაბიანი ქაოსი“ - აცხადებს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ფართომასშტაბიანი ქაოსი შესაძლოა მსოფლიო მნიშვნელობის სერიოზულ ცვლილებებში გადაიზარდოს, რის თავიდან აცილებაშიც, მისი შეფასებით, ჩინეთს მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს.
„ამ არეული პოლიტიკოსების ფონზე, ერთადერთი, ვისი იმედიც მაქვს, არის ჩინეთის ლიდერი, რომელთანაც ჯერ ამერიკის პრეზიდენტი ჩავიდა, შემდეგ კი რუსეთის. მას ჩემზე და თქვენზე უკეთ ესმის ამ პროცესების განვითარების რამდენიმე სცენარი და, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ფართომასშტაბიანი ქაოსი, რომელმაც შეიძლება მსოფლიო მნიშვნელობის სერიოზული ძვრები გამოიწვიოს. იმედი მაქვს, ჩინეთის ლიდერს ისეთი გავლენა აქვს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებზე, რომ, უნდათ თუ არა, მოუწევთ საბოლოოდ საქმე მიიყვანონ გარკვეულ ზავამდე, სამშვიდობო შეთანხმებამდე ან თუნდაც დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს მიეცეს საშუალება, დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში ჩაატაროს ახალი არჩევნები და ამ არჩევნებმა მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი შედეგი მოიტანოს,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
0
0
35
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%