05/05/2026
19:52

ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის შესახებ ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი შეფასებით, ეკონომიკური ნაწილი დაკავშირებული იყო ალტერნატიულ გეოგრაფიულ ხედვასთან, სადაც საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც რეგიონული სუბიექტები, პრაქტიკულად არ განიხილებიან, ხოლო ძირითადი აქცენტი სომხეთზე კეთდება.
ანალიტიკოსის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან გაჟღერებული ხედვები, რომლის მიხედვითაც ევროპისკენ მიმავალი ტვირთბრუნვა შესაძლოა სომხეთზე გადიოდეს, კითხვებს ბადებს, რადგან ამ კონტექსტში საქართველო საერთოდ არ ფიგურირებს.
„ერევნის სამიტს ჰქონდა ორი მიმართულება - ნაკლებად ეკონომიკური და უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური. ეკონომიკური მიმართულება დაკავშირებული იყო ერთგვარ ალტერნატიულ გეოგრაფიასთან, სადაც თითქოს ოფიციალური თბილისი და ბაქო საერთოდ არ განიხილება სუბიექტებად, და დღევანდელი სამიტის ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ერევანზე, სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ დროს, ურსულა ფონ დერ ლაიენისგან ვისმენთ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ გეოგრაფიულ ხედვებს - თითქოს ევროპისკენ მიმავალი ტვირთბრუნვა, რომელიც აერთიანებს ჩინეთსა (ცენტრალურ აზიას) და ევროპას, უნდა გადიოდეს სომხეთზე, როგორც უმოკლეს გზაზე და ამ დროს თითქოს საქართველო საერთოდ არ ჩანს.
მე ვთავაზობ ევროპას, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა აიღონ თავიანთი წილი სატრანზიტო გადასახადებისა და ტარიფების, მიიყვანონ ეს ტვირთები - ჩინეთის საქონელი, ყაზახეთის ნავთობი, აზერბაიჯანის გაზი, ელექტროენერგია - სომხეთამდე და შემდეგ სომხეთიდან, როგორც ქალბატონი ურსულა ამბობს, უმოკლესი გზით მიაღწიოს ამ ყველაფერმა ბრიუსელამდე. ამ შემთხვევაში ჩვენ წაგებაში მაინც არ დავრჩებით, თუმცა როგორ და სად მიიტანს სომხეთი ამ ტვირთებსა და რესურსებს, ჩემთვის გაუგებარია.
ამიტომ, როდესაც „აგებ“ სამხრეთ კავკასიას, „აგებ“ ბაქოს, რომელმაც შეწყვიტა ურთიერთობა ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტთან, როგორიც ევროპარლამენტია, და „აგებ“ თბილისს, და პარალელურად ისტერიულად ცდილობ, მაინც დაიმკვიდრო ადგილი ერევანში - ჩნდება კითხვა: რომელ ერევანში? იმ ერევანში, რომლის შემოგარენშიც რუსეთის ავიაბაზაა; სადაც ქალაქიდან დაახლოებით 120 კილომეტრში 5 000-კაციანი კონტინგენტი იმყოფება, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია მთელი სომხეთის კონტროლი? როდესაც ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევ და საქართველო საერთოდ არ არის შენი ხედვის არეში, მე ასეთ სამიტებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვერ ვანიჭებ. გასაგებია, რომ ფაშინიანს სჭირდებოდა 7 ივნისის არჩევნების წინ ასეთი სურათის შექმნა, რომ ამდენი ლიდერი ჩავიდა, კანადიდანაც კი ჩავიდა პრემიერ-მინისტრი და თითქოს ყველა მის გვერდით დგას, თუმცა თვითონ სომხეთის საზოგადოებაც ერთგვაროვანი არ არის.
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის გააქტიურება სამხრეთ კავკასიაში უკვე აშკარაა - ეს არ არის მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში; ეს არის უფრო ფართო პროცესის ნაწილი
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“

ჩვენ ვნახეთ სამიტის მიმდინარეობისას არაერთი შემთხვევა, როდესაც უკრაინის დროშით გამოსულ ახალგაზრდებს აგრესიულად ექცეოდნენ და დროშებს ართმევდნენ, რაც საქართველოში პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ჩვენთან, პირიქით, კვირაში ერთხელ მაინც რომელიმე ქვეყნის დროშას აფრიალებენ რუსთაველზე და ამაზე არანაირი პრეტენზია არ ყოფილა.
დღეს მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ლოგისტიკური, ინფრასტრუქტურული, გეოგრაფიული, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცენტრი თითქოს გადადის ერევანში, და ამ ნარატივს აჰყვებიან ჩვენი ე.წ. ოპოზიციონერებიც. მათ სურთ „იყვნენ ერევანი“, მას შემდეგ, რაც სხვა მოდელებმა ვერ გაამართლა. ისინი ამ სამიტში ხედავენ რაღაც განსაკუთრებულს, თუმცა ეს არ არის სასწაული - ეს არის კონკურენციის ელემენტები და ნიშნები, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, როგორც რუსეთის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ.
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის გააქტიურება სამხრეთ კავკასიაში უკვე აშკარაა - ეს არ არის მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტები ბაქოსა და ერევანში; ეს არის უფრო ფართო პროცესის ნაწილი. ასევე არის მოლოდინი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აანონსებენ, რომ უახლოეს პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას ველოდებით.
ევროკავშირს, რომელმაც მნიშვნელოვნად გაართულა ურთიერთობა თბილისთან და ბაქოსთან, სურს წარმოაჩინოს თავისი ინტერესი და თითქოს პოლიტიკური ცენტრი გადაიტანოს ერევნისკენ. თუმცა, ჩემი შეფასებით, ეს არც ერევნისთვის იქნება სასარგებლო - არც ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ შორის ალტერნატიული დერეფნების განვითარების კუთხით, და არც პოლიტიკური პერსპექტივით,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
0
0