
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის ინტერვიუს ეხმიანება და ურჩევს მას ის გამონათქვამები გადაიკითხოს, რომელსაც უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს მისამართით აკეთებდნენ და ოფიციალურ თბილისს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ. ამ უკანასკნელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინას არასოდეს მოუთხოვია საქართველოს ომში ჩართვა.
დავით ქართველიშვილმა თავი მოუყარა უკრაინის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებებს, რომლებიც საპირისპიროს ადასტურებენ და ისინი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
„მაშ „полная ложь" არა? ერთმა გენიოსმა კიეველმა ბრძანა ერთხელ: „ხელნაწერები არ იწვიანო". უკრაინაში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლების განადგურებას, გადაგეკითხათ...
ალექსანდრე გონჩარენკო, უკრაინული რადას დეპუტატი: „მინდა ქართველებს ვუთხრა, ახლა ცხინვალსა და აფხაზეთში გასეირნებისთვის კარგი დროა."
მიხაილო აპოსტოლი, უკრაინული რადას დეპუტატი: „ქართველებო! აფხაზეთში დაბრუნების დიდი შანსი გაქვს! ჩვენ ჩავკეტეთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ! მოლდოველებს! დაიბრუნეთ დნესტრისპირეთი საკუთარ თავთან! ადვილი იქნება თქვენთვის! ერთად გავტეხოთ შეშლილი დათვი!"
ალექსეი დანილოვი, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიების დაბრუნებისკენ მოუწოდებს: „რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა უკრაინას დაეხმარება."
ანდრეი კასიანოვი, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: „უკრაინის მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორისადმი, მათ შორის საქართველოსადმი იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სხვა საარტილერიო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით თხოვნაში.
იარაღი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ჩვენთვის გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები, კერძოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები, რომ უკრაინამ ითხოვა „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემა.
მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვა, რომ უკრაინამ გაგზავნა საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს მისამართზე უკვე 30 ოფიციალური მოთხოვნა. უკრაინის საელჩოს მიერ ბოლო იყო გაგზავნილი 12 იანვარს და მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა." ოლექსი არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და ღიად ამბობს, რომ „სააკაშვილი ომზე უარს არ იტყოდა." ოლექსი არესტოვიჩი: „მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს.
ჩვენ ამას ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ, ასე ვთქვათ. ჯერ ერთი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს. და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები" დენის შმიგალი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი:"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდებიან, იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება. ევროპა ამას ელოდება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0