დავით ქართველიშვილი: ახლად არჩეულ პატრიარქს, იმედია, ისეთივე საიმედო და პროფესიული სახელმწიფო დაცვის სისტემა ეყოლება, როგორც მის სახელოვან წინამორბედს
A-
+A

„ქართული ეკლესიური ინსტიტუტი გადარჩება მაშინაც კი, როცა მის გარშემო მართვადი ქაოსის მოწყობას ცდილობენ,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და იმ გავლენების შესახებ აკეთებს განმარტებებს, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობდა ელესიის ირგვლივ როგორც შიდა დინებების, ასევე გარეზემოქმედების სახით.
„1978 წლის იანვრის ხანძარი სიონის საკათედრო ტაძართან არსებულ საპატრიარქო რეზიდენციაში, სულ რაღაც დღეების შემდეგ უწმინდესის აღსაყდრებიდან, არ არის ყოფითი ინციდენტის ქრონიკა. იმ გვიანსაბჭოთა პერიოდის ლოგიკაში ეკლესია აღიქმებოდა, როგორც კონტროლირებადი, მაგრამ პოტენციურად საშიში გარემო. ახალი პატრიარქის ფიგურის სწრაფი გაძლიერება, რომელსაც ჰქონდა ქარიზმა და მორწმუნეთა მხარდაჭერა, შეიძლებოდა სისტემის მიერ აღქმულიყო როგორც არაკონტროლირებადი რისკი.
დღესაც არსებობს „სისტემა", თუმცა, ქვეყნის გარეთ მოქმედი და შესაძლოა, დღესაც გაჩნდეს მათთვის არაკონტროლირებადი, ქარიზმატული და ძლიერი საპატრიარქო კანდიდატი. ამ ინტერპრეტაციაში იმდროინდელი ხანძარი, შესაძლოა, არ ყოფილიყო ძლიერი, დამოუკიდებელი და დაუმორჩიელებელი პატრიარქის განადგურების მცდელობა, თუმცა, ყოფილიყო დემონსტრაციული გაფრთხილება: „დაშვებულის საზღვრებს“ ამ ქვეყანაში განსაზღვრავს არა ეკლესია, არამედ სისტემა და მისი „კანტორა".
გამოძიების საჯარო შედეგების არქონა, ოფიციალური არხების სრული სიჩუმე და იმ დროისთვის დამახასიათებელი დახურული საქმეების პრაქტიკა, ირიბად ამყარებს ამ ვერსიას. სწორედ ეს არის სისტემის ხელწერა, სადაც მთავარი არის არა დამნაშავეთა დასჯა, არამედ შედეგების მართვა.
სიონის რეზიდენციის ხანძარი არის წერტილი, სადაც ერთმანეთს დაემთხვა ორი ზეწოლის ხაზი: შიდა ელიტების ბრძოლა და საბჭოთა სახელმწიფოს კონტროლი. შემთხვევითი არ არის, რომ შენობა სრულად არ განადგურდა, რაც ამყარებს ვერსიას არა ლიკვიდაციის, არამედ ძალის დემონსტრირებაზე. თუმცა, სტრატეგიულად შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა: კრიზისმა გააერთიანა ახალი პატრიარქის ძალაუფლება და დააფიქსირა ეპოქის მთავარი დასკვნა - ქართული ეკლესიური ინსტიტუტი გადარჩება მაშინაც კი, როცა მის გარშემო მართვადი ქაოსის მოწყობას ცდილობენ.
დღეს საქართველო კვლავ ახალი პატრიარქის არჩევის პირასაა. რა გარემოებები შეიცვალა? გამოირიცხა შიდა სახელმწიფოებრივი სისტემის და „კანტორის" ჩარევის ფაქტორი, თუმცა არსად არ გამქრალა შიდა ელიტების ბრძოლა და ამ ელიტების უკან მოქმედი დაინტეტესებული ძალები: როგორც გარე პერიმეტრიდან, ასევე ქვეყნის შიგნით რადიკალური პოლიტიკური ტერორისტების სახით. ამიტომ არსებობს ასეთი გამონათქვამი: „ღმერთი გეიმედებოდეს, მაგრამ შენც ხელი არ მოადუნო" - ასარჩევ კანდიდატებს, და მით უმეტეს, ახლად არჩეულ პატრიარქს იმედია ისეთივე საიმედო და პროფესიული სახელმწიფო დაცვის სისტემა ეყოლება, როგორც მის სახელოვან წინამორბედს,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0
23
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%