28/04/2023
15:18
საზოგადოება
კეზერაშვილის ქართული დოკუმენტები ვადაგასულია, ამის შესახებ ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
ეს ინფორმაცია ოფიციალურად მას შემდეგ დადასტურდა, რაც საჯარო რეესტრმა დავით კეზერაშვილს სამართლებრივ მოთხოვნაზე უარი ერთხელ უკვე უთხრა.
შესაბამისად, ჩნდება კითხვა, როგორ აპირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი „ფორმულას“ წილი თანამშრომლებს გადასცეს.
BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
ამის შემდეგ დავით კეზერაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს.
0
0