
„ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა - წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო“, - განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას.
მან განმარტა, თუ რატომ ჩავიდა ჩინეთში.
„კასტინგი მქონდა, ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი. ეს ერთი წელია უკვე დაგეგმილი იყო. ახლა ჩავედი, ჩავატარე კასტინგი, ავარჩიე მსახიობები და ჩამოვედი, ვარ თბილისში. ვალდებული ვარ, შევასრულო ეს კონტრაქტი. ეს არის არაჩვეულებრივი თეატრი - „პიპოლს არტ სიეთრა“ არის როგორც რუსთაველის თეატრი, ისეა ბეიჯინგში.
ჩავედი, გავაკეთებ სპექტაკლს და ჩამოვალ. არაფერი პრობლემა არაა, ისევე, როგორც ერთ კვირაში გავემგზავრები. დავდებ ახალ კონტრაქტს იტალიასთან და იქაც გავაკეთებ სპექტაკლს და ჩამოვალ, რა პრობლემაა! ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა. წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო“, - განაცხადა დოიაშვილმა.
0
0