17/06/2023
16:54
საზოგადოება
დღეს, 17 ივნისს 20:00 საათზე "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და ლიბერალური აკადემიის ორგანიზებით პარლამენტთან საჯარო ლექცია გაიმართება, რომლის ჩაშლასაც დღეს ბორჯომში ცდილობდნენ.
ორგანიზატორების თქმით, ლექციის მთავარი თემა იქნება სიტყვის თავისუფლება.
"ბანაკის მიმართ გაზრდილი ინტერესის ფონზე, გადავწყვიტეთ, ფართო მასას მივცეთ შესაძლებლობა - დაესწროს ჩვენს აქტივობას.
დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ ჩავატარებთ იმ საჯარო ლექციას, რომლის ჩაშლასაც ცდილობდნენ.
ძირითადად ვისაუბრებთ სიტყვის თავისუფლებაზე და დავიკიდებთ ხალხს, ვინც აქტიურად ებრძვის ამ ინსტიტუტს.
ღმერთი შეეწიოს ყველას, ვინც ჩვენს გაჩუმებას ეცდება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" ორგანიზებით სემინარი უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. ღონისძიება რამდენიმე ათეულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და ქვების სროლით ჩაშალა.
მანამდე კი გორში თავს დაესხნენ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.
0
0