ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში დავეხმარებით - ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე
31/01/2022
13:22
პოლიტიკა
A-
+A
ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში დავეხმარებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესის შესახებ განაცხადა.
როგორც აზარაშვილმა განმარტა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, მესამე პრეზიდენტის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, თუმცა, როგორც აზარაშვილმა განაცხადა, აღნიშნულის შესახებ არ მომხდარა ექიმების მხრიდან მიმართვა.
„ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დავეხმარებით როგორც ადგილზე ტრანსპორტირებაში, თუ არის ამის საჭიროება, ასევე მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება იქნება თუ კვალიფიციური ექიმების კონსულტაციის, მაგრამ ამ დრომდე, რამდენადაც ვიცი, ამის საჭიროება არ იყო და ჩვენთვის არავის მოუმართავს. ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ არის, მზად ვართ“, - განაცხადა აზარაშვილმა
0
0
354
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%