14/07/2023
16:26
საზოგადოება
მე დავეთანხმები გიული ალასანიას იმ კომპონენტში, რომ წონის მატება არის, მაგრამ რაოდენობაში ვერ დავეთანხმები, მიხეილ სააკაშვილს მეტი აქვს მომატებული, - ასე გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს წონაში ერთი კილო აქვს მომატებული.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი წინა თვეებთან შედარებით ექიმების რეკომენდაციებს ითვალისწინებს.
„შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტი უფრო მეტად ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. როდესაც პაციენტი ჩვენს რეკომენდაციას ითვალისწინებს, შეიძლება არასრულად, ყოველ შემთხვევაში, ბევრად უფრო უკეთესად, ეს ჩვენთვის მხოლოდ სასიხარულოა. პაციენტმა კვების კომპონენტი გააუმჯობესა, ანუ რაოდენობრივად უფრო მეტს იკვებება. ეს ძალიან კარგია, თუმცა ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს კომპონენტი უფრო გაუმჯობესდეს და ჩვენი შეთავაზებული მენიუ გათვალისწინებული იქნეს, თუმცა ეს ჯერჯერობით სრულად არ ხერხდება. შესაბამისად, წონაში მატება არის. თუ ერთი კილო თქვა გიული ალასანიამ, მე დავეთანხმები გიულის იმ კომპონენტში, რომ წონის მატება არის, მაგრამ რაოდენობაში ვერ დავეთანხმები, მას მეტი აქვს მომატებული“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის „მშვენივრად ყოფნასთან“ დაკავშირებულ შეფასებებს“ ვერანაირად ვერ იზიარებს.
„კი ბატონო, ერთი კილო მოუმატია, თუ ეს რამეს ნიშნავს ამ სიმაღლე ადამიანისთვის, არ ვიცი, რა გითხრათ”,- აღნიშნა ალასანიამ.
0
0