"დავაგვიანე, აღარ მჭირდება წამალი, აქ იმისთვის ვარ, რომ იგივე არ განიცადონ ამ ბავშვებმა“ - აქონდროპლაზიის მქონე პირი
A-
+A

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მიერ მოწყობილ აქციაზე ამ დიაგნოზის მქონე პირი სიტყვით გამოვიდა.
„ამ მშობლებს ერთადერთი რამ სტკივათ, რომ საკუთარი შვილები ჰყავდეთ ბედნიერი. მე დღეს აქ ჩემთვის წამლის მოსათხოვნად არ მოვსულვარ, მე დავაგვიანე და აღარ მჭირდება. არ მინდა, იგივე განიცადონ ამ ბავშვებმა, რა ტკივილებიც მე თავის დროზე განვიცადე“, - განაცხადა მან აქციაზე.
შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ და რამდენიმე დღეა აქციას მართავენ. მშობლების განცხადებით, წამალი ვოსორიტიდი, რომლის ერთწლიანი დოზა დაახლოებით 200 000 დოლარი ჯდება, საქართველოში სულ 16 ბავშვს სჭირდება. წელიწად-ნახევარია, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას მოითხოვენ.
0
0
352
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%