05/12/2024
00:41
პოლიტიკა
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, ალეკო ელისაშვილის დაკავებას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან და ელისაშვილის დაკავება უსამართლოა. ისინი ამბობენ, რომ ადამიანი, რომლის გამოც ალეკო ელისაშვილი დააკავეს, რომელზე თავდასხმის გამოც ის ახლა საპატიმროშია, იყო სპეციალურად მიგზავნილი პროვოკატორი "ქართული ოცნების" მხრიდან და ეს იყო ერთგვარი დაგეგმილი ღონისძიება იმისთვის, რომ შემდგომში მომხდარიყო ალეკო ელისაშვილის დაკავება.
საბა ბუაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ალეკო ელისაშვილი საპატიმროდან და ამავე დროულად რეაგირებას სთხოვს სახალხო დამცველს. საბა ბუაძე ლევან იოსელიანისგან მოითხოვს კრიტიკული განცხადების გაკეთებას ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.
"ხანდაზმული პროვოკატორი მიუგზავნეს, რომელიც აბრალებს, რომ თითქოს მასზე ფიზიკურად იძალადა იმისათვის, რომ დაეპატიმრებინათ. დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული ისე, რომ თითი არ დააკარონ, ამას ვამბობ ხაზგასმით.
ასევე, მივმართავ სახალხო დამცველს, ნუთუ არ რცხვენია ამ ყველაფერს როდესაც უყურებს და ნუთუ არ რცხვენია, როდესაც საქმე ეხება მის უახლოეს ადამიანებს?! დააფიქსიროს პოზიცია, მოინახულოს და საზოგადოებას უთხრას არის თუ არა ეს ადამიანი უვნებელი", - აცხადებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, საბა ბუაძე.
შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილის ბრალად ედება "ქართული ოცნების" წარმომადენელზე განხორციელებულ ძალადობაში. ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხულით, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას გულისხმობს.
0
0