03/08/2023
19:58
საზოგადოება
ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგო ხიდაშელის განცხადებით, დაშავებულებზე და გარდაცვლილებზე ინფორმაცია ამ ეტაპისათვის არ გაგვაჩნია.
"სტიქიის ზონაში იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები, მათ შორის სამაშველო სამსახური, ადგილობრივი ხელისუფლება, სახელმწიფო რწმუნებული, ასევე იმყოფებიან სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, მათი ვერტმფრენი ადგილზეა და უკვე დაიწყება მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა. მუნიციპალიტეტის მხრიდან მოხდება ამ მოქალაქეების დროებით ონის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმროებში მოხდება. პირველი ეტაპი არის უმნიშვნელოვანესი და ეს არის მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა. შემდეგ დაიწყება სხვა სამუშაოები და დაითვლება ზარალი. დაშავებულებზე და გარდაცვლილებზე ინფორმაცია ამ ეტაპისათვის არ გაგვაჩნია," - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდაშელი.
შოვში სტიქია დაახლოებით დღის 4 საათზე დაიწყო. სტიქიის ზონაში 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
შსს-ს ცნობით, 40-მდე ადამიანი ევაკუირებულია.
0
0