20/07/2023
15:28
საზოგადოება
კვერცხის ჭამა შესაძლოა, დაეხმაროს ქალებს, გაუმკლავდნენ დაბალ სექსუალურ სურვილს - იტყობინება საინფორმაციო პორტალი HealthShots ექსპერტებზე დაყრდნობით.
დაბალი სქესობრივი ლტოლვა არის საერთო პრობლემა ქალებში, რომელიც გამოწვეულია მრავალი პრობლემის გამო, როგორიცაა სტრესი, დაღლილობა, გარკვეული ტიპის მედიკამენტები და ციკლის დროს ჰორმონალური ცვლილებები. რაციონში კვერცხის დამატება ხელს შეუწყობს სექსუალური სურვილის გაზრდას.
ცილის მაღალი შემცველობის, საკვები ნივთიერებების მდიდარი პროფილის და უნიკალური ქიმიური შემადგენლობის გამო, კვერცხს აქვს მრავალი თვისება, რაც დადებითად მოქმედებს ლიბიდოზე.
„კვერცხი შეიცავს ვიტამინებს B6 და B5, რომლებიც აძლიერებენ სექსუალურ სურვილს. გარდა ამისა, კვერცხები ხელს უწყობს სტრესის წინააღმდეგ ბრძოლას და ჰორმონების დონის დაბალანსებას, რაც აუცილებელია ჯანსაღი ლიბიდოსთვის. ამ პროდუქტის მოხმარება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა მაგრად მოხარშული კვერცხი, ათქვეფილი ან მოხარშული კვერცხი“ - ამბობს დიეტოლოგი რაჯესვარი შეტი.
0
0