21/09/2023
18:39
პოლიტიკა
"ისინი ფორმალურად ხვდებიან პრემიერს, ფორმალურად გადასცემენ საკუთარ პირობებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ სჯერათ, რომ ღარიბაშვილი რამეს შეცვლის," - ასე აფასებს დეპუტატი თამარ კორძაია ღარიბაშვილი-სალივანის შეხვედრას.
როგორც კორძაია ამბობს, ამერიკულ მხარეს აღარ აქვს იმედი, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მათ რჩევას გაითვალისწინებს, ამიტომ ყოველი შეხვედრა მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა.
საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს ამერიკული მხარე გადასცემდა ღარიბაშვილს, მოვალეობის შესრულების მიზნით, თორემ ღარიბაშვილი რომ რამეს შეცვლის, ამის იმედი დარწმუნებული ვარ, არავის აქვს. იმიტომ, რომ ამერიკელებისთვის მიუღებელია ისეთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც სახელმწიფო რესურსებს იყენებს თავის სასარგებლოდ და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი თავისი პირადი მანქანა ჰგონია. ისინი ფორმალურად ხვდებიან პრემიერს, ფორმალურად გადასცემენ საკუთარ პირობებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ სჯერათ, რომ ღარიბაშვილი რამეს შეცვლის,“ - ამბობს თამარ კორძაია.
0
0
აშხაბადში შოთა რუსთაველის მემორიალი გაიხსნა
19/05/2024