09/12/2022
12:52
მსოფლიო
დასავლეთი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი დომინირება. უკრაინელი ხალხი გახდა ამ მისწრაფებების მსხვერპლი. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში და დსთ-ში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისდამი ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ ასეთი ქმედებების მძიმე შედეგებს დღეს უკრაინაში. რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთი ურცხვად ართმევდა და იყენებდა უკრაინულ რესურსებს, ხელს უწყობდა გენოციდს და ტერორს დონბასში, რეალურად აქცია ეს ქვეყანა კოლონიად და ახლა ცინიკურად იყენებს უკრაინელ ხალხს საზარბაზნე ხორცად, განაგრძობს უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას, დაქირავებულთა გაგზავნას, უბიძგებს მას თვითმკვლელობის გზაზე“.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთს სურს შეინარჩუნოს დომინირება ნებისმიერი საშუალებით, აძლიერებს ძალას, მიმართავს სანქციებს და ფერად რევოლუციებს, ნატო კი აგრესიულად ფართოვდება.
„ამავდროულად, მსოფლიოში იზრდება კონფლიქტის პოტენციალი და ეს არის დასავლეთის ზოგიერთი ელიტის მცდელობის პირდაპირი შედეგი, შეინარჩუნონ პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო და იდეოლოგიური დომინირება ნებისმიერი საშუალებით. მიზანმიმართულად აპირებენ ქაოსის გამრავლებას და საერთაშორისო სიტუაციის გამწვავებას“ - განაცხადა პუტინმა.
0
0