29/12/2024
07:50
პოლიტიკა
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ტვ პირველზე გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.
"ჟურნალისტები მწერენ ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შესახებ.
ახლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება" - წერს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი შაიშმელაშვილი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული. ამის შესახებ შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში ნოდარ მელაძესთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
0
0