
მისი თქმით, გარდაბნის რაიონში მრავალი პროექტი ხორცილდება, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია გარდაბნის რაიონის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც მესამე ეტაპზეა.
„გარდაბნის რაიონში მრავალი პროექტი ხორცილდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია გარდაბნის რაიონის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც მესამე ეტაპზეა. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და ველოდებით გამარჯვებულ კომპანიას. სამუშაოების შესრულების შემდეგ 5 სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. პროექტის განხორციელების ვადა 18 თვეა.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ვისაუბრეთ სხვადასხვა გამოწვევებზე და საჭიროებებზე, რომელიც აწუხებს ჩვენს მუნიციპალიტეტს. განვიხილეთ სამომავლო გეგმები. დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გავუმკლავდებით“, - განაცხადა დავით კარგარეთელმა.
0
0