დარბაზის ნაწილი ცარიელია, ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს არ აქვს სურვილი, კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბრის შესაძლებლობა გვქონდეს - რატი ბრეგაძე
17/12/2021
16:19
პოლიტიკა
A-
+A
დარბაზის ნაწილი ცარიელია, ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს არ აქვს სურვილი, კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბრის შესაძლებლობა გვქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში უნდა მოუსმინონ.
რატი ბრეგაძის თქმით, ეს მათი გადაწყვეტილებაა.
„სამწუხაროდ, ვაკვირდებით, რომ დარბაზის ნაწილი ცარიელია და ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ თუნდაც დღევანდელ დღეს ვიხილავდით ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს. ვიფიქრე, ალბათ დაგვებედებოდა კიდეც კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარი, მაგრამ რა ვქნათ, სამწუხაროდ, ეს მათი სურვილი არ არის, რომ ჩვენ ერთმანეთთან გვქონდეს ცივილური ფორმებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბრის შესაძლებლობა. ბუნებრივია, ეს მათი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს.
0
0
404
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%