
რომის პაპი ლეო მე-14 დაპატიმრებული ჟურნალისტების გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა, – ამის შესახებ მან ვატიკანში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
„ამ დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოგვიწოდებს ყველა ჩვენგანს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი“, – განაცხადა რომის პაპმა.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, გასული წლის ბოლოს მონაცემებით, მსოფლიოში 361 ჟურნალისტია დაპატიმრებული.
რომის პაპმა ასევე დაპირისპირების დაძლევის საჭიროებაზე ისაუბრა.
„მშვიდობა იწყება თითოეული ჩვენგანით: იმით, თუ როგორ ვუყურებთ სხვებს, ვუსმენთ სხვებს და ვსაუბრობთ სხვებზე. ამ თვალსაზრისით, იმას, თუ როგორ ვურთიერთობთ, აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა. ჩვენ უნდა ვუთხრათ „არა“ სიტყვების ომს“, – თქვა ლეო მე-14-მ.
მედიასთან შეხვედრისას პონიფიკოსმა ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის საკითხზე და აღნიშნა, რომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს პასუხისმგბელობით.
0
0