სტუდენტს შეყვარებულის მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
სიდნეიში, ჩინელ სტუდენტს, რომელმაც, საცხოვრებელ ბინაში თავდასხმისას, შეყვარებულს 75 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, 20 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.
პოლიციის ინფორმაციით, მოკლული ლიქუნ პენი ბინაში, სისხლის გუბეში იწვა. მას თავისა და სახის არეში 37, ხოლო ზურგზე - 10 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მსხვერპლს ასევე აღენიშნებოდა დახრჩობის მცდელობის შედეგად მიყენებული დაზიანებები.
2020 წლის 27 ივნისს, 24 წლის ვეიჯი ჰემმა 19 წლის ლიქუნ პენი ორი დანით და ჩაქუჩით მოკლა, შემდეგ კი, თვითმკვლელობის მიზნით, კორპუსის მე-4 სართულიდან გადახტა და სხეულზე მრავლობითი მძიმე დაზიანებები მიიღო.
2022 წლის ოქტომბერში, ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, მკვლელმა დანაშაული აღიარა. 2024 წლის 31 მაისს კი, ახალი სამხრეთ უელსის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ჯულია ლონერგანმა „უკიდურესად მძიმე“ დანაშულის ჩადენისთვის ვეიჯი ჰემს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მისივე თქმით, ბრალდებულს, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული, სასჯელი არ შეუმსუბუქდება.
0
0