დანიის სანაპიროზე წყალმა ათასობით ფეხსაცმელი გამორიყა
25/12/2023
13:41
მსოფლიო
A-
+A
დანიაში, ბლოკჰუსისა და რედჰუსის სანაპიროებზე წყალმა ათასობით ფეხსაცმელი გამორიყა.
ცოტა ხნით ადრე, გერმანიიდან პოლონეთში მიმავალი, კომპანია Maersk-ის კუთვნილი გემი ქარიშხალში მოყვა, წყალმა გემბანიდან 46 კონტეინერი ზღვაში ჩარეცხა. როგორც ჩანს კონტეინერების უმრავლესობაში ფეხსაცმელი იყო.
ადგილზე მისული სამაშველო სამსახურის თანამშრომლის თქმით ათასობით ფეხსაცმლის გარდა წყალმა ასევე სამედიცინო აღჭურვილობა და მცირე ზომის ბორბლები გამორიყა.
"სამწუხაროდ ადგილობრივ მოსახლეობას სანაპიროდან პროდუქცია სახლში მიაქვს. ეს ნივთები Maersk-ის საკუთრებაა, შესაბამისად საქმე ქურდობასთან გვაქვს". – ამბობს მაშველი.
0
0
314
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%