20/06/2023
20:30
მსოფლიო
83 წლის დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ ექიმების რჩევით მოწევის შეწყვეტა გადაწყვიტა.
მარგრეტე II-მ მოწევაზე უარის თქმა, ხერხემლის ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყვიტა, რომელიც 2023 წლის თებერვლის დასაწყისში ჩაუტარდა და ამის შემდეგ, მან გადაწყვიტა, არ დაებრუნებინა ცუდი ჩვევა.
ოპერაციის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში, როცა ჰკითხეს, დაანებებდა თუ არა თავს მოწევას, მაგრეტ მეორემ უპასუხა: „უკვე ისეთი ბებერი ვარ, რომ არ აქვს მნიშვნელობა“.
დანიის დედოფალს სამშობლოში იცნობდნენ, როგორც მგზნებარე მწეველს. მან სიგარეტს პირველად 17 წლის ასაკში მოუკიდა, როცა მშობლებმა, მეფე ფრედერიკ IX-მ და დედოფალმა ინგრიდმა სიგარეტი შესთავაზეს. მარგრეტ II-ის საყვარელი სიგარეტი იყო კარელია ფილტრის გარეშე. ”როცა პატარა ვიყავი, ვეწეოდი ინგლისურ ვირჯინიის სიგარეტს, მაგრამ გაზაფხულზე, როდესაც მამა გარდაიცვალა, მივხვდი, რომ მათ უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სიკეთე” - განმარტა მან ინტერვიუში.
მარგრეტმა გვირგვინი 31 წლის ასაკში 1972 წლის 14 იანვარს დაიდგა. დღეს მას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%-ზე მეტი.
0
0