
პრეზიდენტი შეიძლება ცდილობდა, რომ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობა დაემძიმებინა, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. იმიტომ რომ მას შემდეგ რაც იგივე იუსტიციის სამინისტროდან გაიგზავნა დასკვნა, არავითარი პასუხისმგებლობა დამოკლეს მახვილივით ჩვენს თავზე ჩამოკიდებული აღარ არის და ამ დამოკლეს მახვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტის თავზე გადაინაცვლა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.
„შესაბამისად, მე არ მგონია, რომ რაიმე ფორმით წარმატებული შეიძლება ყოფილიყო ხელისუფლების წინააღმდეგ არგუმენტი, რომ ის არ უწყვეტს მოქალაქეობას. რა იცვლება რომ უწყვეტს მოქალაქეობას, ან არ უწყვეტს? მთავარი ის არის, რომ გაშიშვლდა ოპოზიციის მიერ დაგეგმილი, პრეზიდენტის მხრიდან მსჯელობა, თითქოს ხელისუფლება ვერ გაბედავს მოქალაქეობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მიიღოს, რაც რა თქმა უნდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა იყო. როგორც კანონი მოითხოვს, ისე იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება. მოგვიანებით, პრეზიდენტის პოზიციის უცნაური ცვლილება მივიღეთ da ფაქტია, რომ ამას ახსნა სჭირდება, საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა. მე ამის ახსნის ერთადერთი ვერსია მაქვს: რატომღაც ჰგონია პრეზიდენტს, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობა ვიდრე შეწყდება, ეს შეიძლება ხელისუფლებისთვის ტვირთის მატარებელი იყოს და შეეცადა გაეხანგრძლივებინა ეს ტვირთი, მაგრამ ვიმეორებ: მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ მკაფიოდ გამოხატა პოზიცია, მე მგონია, რომ აღარავითარი მიზეზი ამ თვალსაზრისით ოპოზიციას იმედიანად ყოფნისთვის არ დარჩა. ხელისუფლებისთვის ეს თემა აღარავითარი ტვირთის მატარებელი არ გახლავთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.
0
0