22/11/2023
00:13
მსოფლიო
ჩრდილოეთ უელსში დაკარგული ოთხი მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ დაადასტურა, რომ მოზარდების ცხედრები გზიდან გადავარდნილ ავტომობილში ნახეს. მედია ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ ჯევონ ჰირსტი, ჰარვი ოუენი, უილფ ჰენდერსონი და უგო მორისი მოგზაურობას გვინედის ჰარლეხისა და პორტმადოგის რაიონებში აპირებდნენ.
ისინი ბოლოს კვირას დილით ნახეს, მას შემდეგ, რაც სახლში არ დაბრუნდნენ, ოჯახის წევრებმა განგაში გამოაცხადეს.
"ეს იყო მასშტაბური ძებნა, რომელშიც ჩართული იყო რამდენიმე სხვადასხვა სააგენტო და მოხალისე, და ეს, სამწუხაროდ, არ არის ის შედეგი, რომელიც რომელიმე ჩვენგანს სურდა. ვითხოვთ, რომ ოჯახებს მისცეთ შესაბამისი კონფიდენციალურობის უფლება და პატივი სცეთ. როგორც ჩანს, ეს იყო უბედური შემთხვევა. ჩვენი ფიქრები ოთხი ახალგაზრდა მამაკაცის ახლობლებთან და მეგობრებთანაა ამ უმძიმეს დროს", - განაცხადა ჩრდილოეთ უელსის პოლიციის თანამშრომელმა, სუპტ ოვეინ ლეველინმა.
ჩრდილოეთ უელსის სასწრაფო დახმარების სამსახურმა თქვა, რომ სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა, უელსის საჰაერო სასწრაფო დახმარების ორი საქველმოქმედო ვერტმფრენის მხარდაჭერით, სამშაბათს დილის 10 საათის შემდეგ ჩაერთო სამძებრო სამუშაოებში.
0
0