
ინგლისში, ლანკაშირის საგრაფოში, ერთი წლის გერმანული ნაგაზი, სახელად იოდა, სახლიდან გაიქცა და ერთ დღე გზატკეცილზე, პატრონის მოლოდინში გაატარა.
"პანიკაში ჩავვარდი. არ ვიცოდი რა მექნა, როდესაც მივხვდი, რომ ლეკვი დაიკარგა", - განუცხადა ძაღლის პატრონმა, 44 წლის სტივენ ჰანტმა, Fox News-ს.
ჰანტმა ძაღლის დაკარგვის შესახებ მეგობრებს Facebook-ის საშუალებით შეატყობინა. მოგვიანებით მან შეიტყო, რომ ძაღლი ჯერ ერთ-ერთ უბანში შენიშნეს და, როდესაც პოლიციელმა ვერ დაიჭირა იოდა, ლეკვი საავტომობილო მაგისტრალისკენ გაიქცა.
„999-სა და საავტომობილო გზების სააგენტოში დავრეკე და ვთხოვე, მთელი საავტომობილო გზა გადაეკეტათ,“ - თქვა ჰანტმა.
ადგილობრივი სამართალდამცავები, ძაღლის გადარჩენის მცდელობისას, იძულებულნი გახდნენ, ორივე მიმართულებით გადაეკეტათ გზატკეცილი. საბოლოოდ, დაკარგვიდან 18 საათის შემდეგ, ლეკვი პატრონს უსაფრთხოდ დაუბრუნდა.
„ძაღლი გულში ჩავიკარი და ავტირდი. ახლა იოდა უსაფრთხოდ არის სახლში. უკვე ორი ბოთლი წყალი და სამი ჯამი საჭმელი მიირთვა,“ - განუცხადა ჰანტმა Fox News-ს.
0
0