11/04/2022
19:29
პოლიტიკა
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრის ლუკას მანდლის განცხადებით, მათი ყველა მოქმედების დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოქალაქეების ინტერესი და ესაა მნიშვნელოვანი გზავნილი.
„მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც მინდა, გადმოგცეთ, ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ევროკავშირის მოქალაქეების სახელით ვმოღვაწეობთ, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებითაც. მინდა, გადმოგცეთ ეს გზავნილი, ეს არის ჩვენი მეგობრობის გამყარება ჩვენს კონტიტეტნზე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოქალაქეების ინტერესები, ამიტომაც ვართ აქ ჩამოსული ჩვენი მოსახლეობის სახელით.
მინდა, მადლობა გადავუხადო ამ მშვენიერი ქვეყნის, საქართველოს მოსახლეობას, იმ ხალხის თანადგომისთვის, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ვინც განიცდის ტანჯვას, უკრაინიდან ჩამოსულების“, – განაცხადა ლუკას მანდლიმ ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის (SEDE) დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ერთსულოვნად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„მსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ჩვენს მყარ და ერთსულოვან მხარდაჭერას. ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა ლუკას მანდლიმ.
რაც შეეხება ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის საქართველოსთვის გადაცემის საკითხს, ლუკას მანდლის განმარტებით, ეს არის დასაწყისი ევროინტეგრაციის გზაზე.
„დღეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი კითხვარის გადმოცემის დღე. მინდა, მოგახსენოთ, რომ ეს არის დასაწყისი და ჩვენ უფრო მეტი და მეტი დასაწყისები გვექნება მომავალში, როცა ვიქნებით ევროინტეგრაციის ამ დადებით გზაზე. ეს გახლავთ დასაწყისი, საწყისი, რადგან კითხვარი უნდა შეივსოს“, – განაცხადა ლუკას მანდლიმ.
ამავდროულად, მან მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რეფორმების მხრივ, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ევროკავშირში გაწევრიანების პერსექპეტივას.
„ჩემთვის პატივია, რომ მაქვს პრივილეგია, შევხვდეთ უმაღლესი თანამდებობის პირებს საქართველოში, ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერს და ძალიან მნიშვნელოვანია აგრთვე, რომ გვქონდა შეხვედრა პარლამენტის წევრებთან, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, აგრეთვე, საგარეო კომიტეტის და თავდაცვის, ევროინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლებთან. ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან გვსურს, მოვუწოდოთ პარლამენტარებს, მაქსიმალურად შეეცადონ რეფორმების მხრივ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. რა თქმა უნდა, ეს მთავრობის ამოცანაა, მაგრამ ვიმეორებ, ნამდვილი, რეალური პარლამენტის ფუნქციაა, იყოს გადაწყვეტების და მოგვარებების შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, აგრეთვე შეიტანოს თავისი წვლილი ევროკავშირში გაწევრიანებაში და გააკეთოს ყველაფერი – თანამშრომლობა სხვადასხვა პარტიას შორის, სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობის ჯგუფებში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მივაღწიოთ წარმატებას და ისევ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში. აგრეთვე, გვქონდა საშუალება, პატივი, შევხვედროდით, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მსურს, ხაზი გავუსვა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის თვითონ საქართველოს მოსახლეობა“, – განაცხადა ლუკას მანდლიმ.
ამასთან, ლუკას მანდლის თქმით, აპირებენ, ჩავიდნენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან.
„ჩვენ აგრეთვე ვეწვევით ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, მათთან ერთად წავალთ ადმინისტრაციულ ხაზზე. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მისია, რომელსაც წვლილი შეაქვს წლების განმავლობაში უსაფრთხოებაში, უპირველეს ყოვლისა ხალხის, ოჯახების უსაფრთხოებაში, რათა მათ ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრებისთვის პირობები.
ვფიქრობ, ისეთ ევროპულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ძალიან სასიამოვნოა ჩამოსვლა და მნიშვნელოვანი პერსპექტივებით, მაგრამ ყველა დაინტერესებული ვართ, მაქსიმალურად შევიტანოთ წვლილი იმაში, რასაც იმსახურებენ რეალურად საქართველოს მოქალაქეები, რა თქმა უნდა, ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებით, რაც მიგვიყვანს ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივამდე“, – განაცხადა ლუკას მანდლიმ.
0
0