11/11/2022
13:46
პოლიტიკა
ამ ადამიანს უნდა, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით? - ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, რომან გოცირიძე გიორგი ჩალაძის მიერ პარტიის თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურის დაყენებას. გოცირიძის შეფასებით, პროცესმა კომიკური სახე მიიღო.
"ამ ადამიანს უნდა რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?
კომიკური სახე მიიღო უკვე პროცესმა. პარტიაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და პარტიის ხელმძღვანელობის ყველა რგოლი უნდა დაკომპლექტდეს ღირსეული და კვალიფიციური ადამიანებით", - წერს გოცირიძე, რომელმაც ჩალაძის ძველი ფეისბუკ-პოსტიც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ჩალაძემ “ეს პოსტი, შევარდნაძე-ქართული ოცნების დეზინფორმაცია, აგვისტოს თვეში, სრულიად უმიზეზოდ გამოაქვეყნა”.
როგორც ცნობილია, 21 აგვისტოს პოსტში, გიორგი ჩალაძემ რომან გოცირიძეზე მინიშნებით, ტერმინი “კუპონა” გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩალაძემ ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დღეს გამოთქვა.
0
0