
"ერთიანი რუსეთის" წარმომადგენლებმა მურმანსკის ოლქში, ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს 8 მარტის აღსანიშნავად ყვავილები და ხორცსაკეპი მანქანები აჩუქეს.
როგორც VKontakte-ში პარტიის ადგილობრივი განყოფილების გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რეგიონში დაიწყო აქცია "ყვავილები გმირების დედებს“, რომელიც იმართება "ერთიანი რუსეთის ქალთა მოძრაობის“ ინიციატივით.
ასევე გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ერთ-ერთი დედა მადლობას უხდის ხელისუფლებას ხორცსაკეპი მანქანისთვის - "პრინციპში, მჭირდებოდა", - ამბობს ქალი.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ პოსტს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. კომენტარებში ხალხი გამოთქვამდა ბრაზს შეუსაბამო საჩუქრის გამო, რის შემდეგაც კომენტარების ველი დახურეს.
0
0