17/03/2023
09:08
პოლიტიკა
„ისტორიაში ბეტონით იწერებით, როგორც მოღალატეები. თქვენ როგორ უნდა გადაარჩინოთ ახალგაზრდობა? საკუთარ თავზე იფიქრეთ. ვერ ხვდებით რა ხდება? ვიწროვდება ყველაფერი თქვენს გარშემო. თქვენი გადასარჩენი რას სჭირს იმ ახალგაზრდებს? ვინ ხართ: მამაოები, მქადაგებლები.. ამხელა ამბიცია საიდან გაქვთ ამ ბნელ ხალხს?“ ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ, ახალგაზრდების პროტესტზე საუბრისას განაცხადა.
„ვინ მიხვალთ ამ ახალგაზარდებთან სალაპარაკოდ? მაინტერესებს პერსონები „ქართული ოცნებიდან“, რომელი მიხვალთ ამ ახალგაზრდებთან? დაგაპანღურებენ, დაგცინებენ, გამოგაგდებენ... მაიმუნებად გაქცევენ, როგორც გაქციეს ის სამი დღე.
დაგეღალათ პოლიცია? 2 დღე უყურეთ და აღარ შეგეძლოთ, ხო? ასწლიანები არიან, იმგენს რას დაღლის. დაანებეთ ამპარტავნებას თავი, რომ გკითხოთ კაცმა, ქრისტიანები ხართ. თურმე უნდა იხსნათ მათი სულები. ვაი თქვენს პატრონს.. საკუთარ თავებზე იზრუნეთ“, განაცხადა სანიკიძემ.
0
0