29/12/2024
22:01
პოლიტიკა
გარკვეული რისკები რჩება, თუმცა ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას და ეს ყველაფერი პირველ რიგში გამოჩნდება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების მაგალითზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს დაფიქსირებული აქვს მზაობა, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან სუფთა ფურცლიდან დაიწყოს სტრატეგიული პარტნიორობა.
„ოპოზიციას ერჩივნა არსებული ადმინისტრაციის დარჩენა, თუმცა მათ როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაშიც წააგეს არჩევნები და შესაბამისად, ფიქრობენ, რომ 20 იანვრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება და მათ შორის, პირველ რიგში შეიცვლება ის, რომ იქნება მეტი სამართლიანობა აშშ-სგან. ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს ჩვენი მზაობა, რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ადმინისტრაციასთან კონკრეტული გზამკვლევით. ეს არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას, რისკები ძალაში რჩება და მათ შორის იმის გამოც, რომ გარკვეული დრო დასჭირდება პრეზიდენტ ტრამპს ვითარების გადასალაგებლად, მათ შორის „დიფ სთეითის“ დასამარცხებლად, რომელიც არის მისი გაცხადებული მიზანი. აქედან გამომდინარე, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას და ეს ყველაფერი პირველ რიგში გამოჩნდება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების მაგალითზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
0
0