18/07/2023
21:25
საზოგადოება
,,დადასტურდა ინფორმაცია და ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი, ძმა, ოჯახის წევრი, დეიდაშვილზე მეტი აღარ მყავს", - ამის შესახებ დაკარგული 22 წლის ბიჭის, ლუკა ლაცაბიძის დეიდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,ვერასდროს ვნახავ და ძველებურად ვეღარ ვიხალისებთ. ყველაზე საშინელი ზაფხული არის და ვერ ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. მიყვარხარ ძალიან ლუკა, ჩემი დიდი იმედი იყავი ჩემს სიცოცხლეში
მუდამ მეყვარები ჩემო ძამიკო. გული მტკივა, ჩემო ყველაზე გულიანო ბიჭო", - წერს მარიკო ოქროპირიძე.
შეგახსენებთ, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი მეორე ცხედარი, სავარაუდოდ, 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, სამძებრო სამუშაოების შედეგად, ახალგაზრდა პირის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. გარდაცვლილის ვინაობის დასადგენად ექსპერტიზა ტარდება.
0
0
ზუგდიდში ხანძარი ლიკვიდირებულია
22/12/2024
ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია
22/12/2024
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
22/12/2024