
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი, მამა იოანე (კავარაცხელია) ამბობს, რომ დაპირისპირება სტიქაროსნებს შორის არა ტრაპეზის დროს, არამედ სოფლის ცენტრში მოხდა.
სასულიერო პირის თქმით, არ იცოდა, რომ მამუკა წიკლაური დაჭრილი იყო.
"რომ გავედი იმ ბიჭმა მითხრა, მამაო, თუ შეიძლება, ლანჩხუთში ჩამიყვანეო. მე მივიყვანე ლანჩხუთში და აქვე შევალო მითხრა, რაღაც მტკივა გვერდიო - მითხრა, ჩემი ცოლი მოიყვანეო. წავედი, დავტოვე და თავისი ცოლი მივიყვანე. მე არ ვიცოდი, მე რა ვიცოდი დაჭრილი რომ იყო? მამუკა წიკლაური არის ჩემი სტიქაროსანი, მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი დაჭრილი რომ იყო, წირვაზე ვიყავი-მეთქი გეუბნები. ტრაპეზზე არ მომხდარა ეს, პატრულმაც იცის, ყველამ იცის, რომ ეს მოხდა სოფლის ცენტრში. საავდმყოფოს გვერდზე დავტოვე და მთხოვა მე შევალ ჩემი ცოლი ექიმია და მომიყვანეო. წავედი ცოლი მოვუყვანე",- ამბობს ...
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება.
სისხლიანი დაპირისპირება სტიქაროსნებს შორის - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის ღვთისმშობლის ეკლესიაში, სავარაუდოდ, ტრაპეზზე მ. წ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
"შემოსვლისას მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა. შეიყვანეს საოპერაციოაში. ოპერაციაზე აღმოჩნდა დაზიანებული ღვიძლის კიდე, საიდანაც მოდიოდა სისხლი. თვითდინებით არის შემოსული პაციენტი, თავისი ფეხით. შემავალი რაც იყო კანში, მუცლის ღრუში, კანის მთალინობა დარღვეული იყო და იქიდან ჩანდა, რომ იყო სისხლდენა",- აცხადებენ ექიმები.
0
0