-share.jpg)
საპარლამენტო უმრავლესობიას ლიდერი მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, პიჯაკებითა და ჰალსტუხებით იარონ, რათა ხალხში დატოვონ განცდა, რომ ხელისუფლებაში მოდიან.
„მათ მოუწოდებენ, სულ ჰალსტუხებში, მოწესრიგებულებმა და დავარცხნილებმა იარონ, რათა განცდა დატოვონ, რომ ხელისუფლებაში მოდიან. წარმოიდგინეთ, მართლა ასე ავალებენ – სულ პიჯაკირებულებმა, კოსტიუმირებულებმა, ჰალსტუხირებულებმა, დავარცხნილებმა უნდა იაროთ, რომ განცდა დარჩეს ადამიანს, თქვენ მოდიხართ ხელისუფლებაში და ფასებზე უნდა ილაპარაკოთ დღენიადაგო. ჩვენ ამ ფასების თემაში შეგნებულად შევყევით, არ დავაიგნორეთ თემა, რადგან სადაც მართალი ხარ, იმას არ დააიგნორებ. ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რეალურად ვზრუნავთ. ხალხზე მზრუნველი „ნაცმოძრაობა“ – ამაზე ცინიკური და როზნერისეული სატირული ანეკდოტი არ შეიძლება, ბუნებაში არსებობდეს. მზრუნველის იმიჯი „ნაცისგან“ არ გამოვა, მწამებლის იმიჯი უკვე გამოსულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0